ნოდარ დუმბაძე – „ბეთჰოვენი”

ყოველ საღამოს, როცა მინდა დავწერო ლექსი,

როცა ბავშვები ეზოს ნუშებს ეთხოვებიან,

უცხო გოგონას აღებული აკორდი ესმის,

დავდებ კალამს და დავმუნჯდები,

 - ბეთჰოვენია…

ის მოჰყავს ჩემთან უცნობ გოგოს უცხო ალერსით,

მოჰყავს, რომ გული, ჩემი გული სადღაც წაიღოს,

და იმ საღამოს, ბეთჰოვენი როცა არ მესმის,

მე მეშინია, ის გოგონა ავად არ იყოს.

კომენტარის დატოვება