მუხრან მაჭავარიანი – „ამას არ უნდა დასტური სხვისი”

ამას არ უნდა დასტური სხვისი! -

კარგა ხანია ვიცი:

მიწყივ მცირენი ვიყავით რიცხვით,

მტერი გვჭარბობდა მიწყივ.

* * *

ყველგან: ყანაში, ზვარში, წისქვილში, -

ხელი გვეკიდა თოფზე…

იესო ქრისტეც, გარდა რისხვისა,

გვწყალობდა კიდეც ზოგჯერ.

* * *

სხვენზე აგდია, – ჟანგის ულუფა, -

პაპის ნაქონი თოფი…

გულზე მასივებს დაკარგულობა

ორთა ურთიერთნდობის.

კომენტარის დატოვება