ვლადიმერ ვისოცკი – „ეპიზოდი”
საყოველთაოდ ცნობილ რუს მუსიკოსს, პოეტსა და მსახიობს – ვლადიმერ ვისოცკის (1938-1980 წლები) იმთავითვე დაძაბული ურთიერთობა გააჩნდა საბჭოეთის კომუნისტ მმართველებთან. „თავისუფალი ცხოვრების” აპოლოგეტად ქცეულ ხელოვანს ძალიან უფრთხოდა „წითელი იმპერიის” ხელისუფლება, თუმცა მისი პოპულარობა და ავტორიტეტი იმდენად მაღალი იყო საზოგადოებაში, რომ განსაკუთრებულად და თანაც „თვალშისაცემად” მაინც არ ზღუდავდნენ ბევრი რამისგან. (ავტორი გენია.ჯი) მათ შორის, არ უზღუდავდნენ საზღვარგარეთ მოგზაურობასაც, რაც ბევრი საბჭოთა მოქალაქისათვის იმ პერიოდში წარმოუდგენელი რამ გახლდათ. თავის მხრივ, საბჭოთა რეჟიმით უკმაყოფილო გახლდათ თავად ვლადიმერიც, რასაც მისი შემოქმედებაც ადასტურებს.
1979 წელს ვისოცკი ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვია. მისმა შტატებში ჩასვლამ ადგილობრივი მედიის მხრიდან დიდი ყურადღება დაიმსახურა. ამიტომაც დახვდა მას აეროპორტში უამრავი ჟურნალისტი. შედეგად, ვისოცკი იძულებული გახდა სახელდახელო პრესკონფერენცია გაემართა აეროპორტშივე.
ჟურნალისტის მიერ დასმული პირველი შეკითხვა „საბჭოთა საშინელი ყოფის სინამდვილესა” და „კომუნისტური რეჟიმის არაადამიანურ სახეს” შეეხებოდა. როგორც აღმოჩნდა, ვისოცკი ძალიან გააბრაზა დასმულმა შეკითხვა და მიუხედავად მისი უარყოფითი დამოკიდებულებისა საბჭოთა ხელისუფლებისადმი, ერთობ რიტორიკული საპასუხო კითხვა დაუსვა იქ შეკრებილ თითოეულ ჟურნალისტს:
„ – ნუთუ თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ მე იმის გამო ჩამოვედი აქ, რათა ჩემსა და ჩემი ქვეყნის ხელისუფლებას შორის წარმოშობილი პრობლემები თქვენ მოგაგვარებინოთ? – სისულელეა!”
ამის შემდეგ ვისოცკისათვის მაპროვიცირებელი შეკითხვები ამერიკელ ჟურნალისტებს აღარ დაუსვამთ. – (ავტორი გენია.ჯი)