ჰანს ედეგე – „ეპიზოდი”
ნორვეგიელი ლუთერანი მისიონერი – ჰანს ედეგე (1686-1758 წლები), ვინაც ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანესა და ატლანტის ოკეანეს შორის არსებულ მსოფლიოში უდიდეს კუნძულზე – გრენლანდიაზე პირველად 1721 წლის 3 ივლისს დადგა ფეხი, გაოცებული დარჩა იმ გარემოებით, რომ ადგილობრივ მოსახლეობას – ინუიტებს, წარმოდგენაც კი არ გააჩნდათ ადამიანისათვის ისეთი უმნიშვნელოვანესი საკვები პროდუქტის არსებობის შესახებ, როგორიც გახლავთ – პური. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია, რომ საკვებად ინუიტები ძირითადად იმთავითვე ზღვის პროდუქტებს მოიხმარდნენ. განსაკუთრებით ეტანებოდნენ – სელაპებს. შედეგად, გრენლანდიის მომავალი ეპისკოპოსი, რომელიც მთელი თავისი ძალისხმევით ცდილობდა ადგილობრივი მოსახლეობის ქრისტიანებად მოქცევას, იძულებული გახდა, ქრისტიანულ რელიგიაში ყველაზე მთავარ ლოცვაში ერთი მეტად საკვირველი, თუმცა კი, ძალიან საინტერესო ცვლილება შეეტანა: რადგანაც ინუიტებისათვის პური აბსოლუტურად უცნობი რამ იყო, ჰანს ედეგეემ „პური” მათთვის კარგად ნაცნობი „სელაპით” ჩაანაცვლა და იმის ნაცვლად, რომ ქადაგებისას „პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს” წარმოეთქვა, ყოველ ჯერზე ამბობდა – „სელაპი ჩვენი არსებობისა მომეც ჩვენ დღეს”. – (ავტორი გენია.ჯი)