გარი კასპაროვი & იუდით პოლგარი
„ცირკის მარიონეტი” – გაგიკვირდებათ და, სწორედ ამ სიტყვებით მოიხსენია თავის დროზე ერთ-ერთი სახელოვანი ქალი მსოფლიო საჭადრაკო ისტორიაში ებრაული წარმომავლობის მქონე უდიდესმა რუსმა მოჭადრაკემ – გარი კასპაროვმა. (ავტორი გენია.ჯი) მისი კრიტიკის ობიექტს ებრაული წარმომავლობის მქონევე გენიალური უნგრელი მოჭადრაკე – იუდით პოლგარი წარმოადგენდა. „ქალების საქმე ბავშვების გაჩენა და მათი აღზრდაა, და არა – ჭადრაკის თამაშიო”, – ირონიულად შენიშნავდა ხოლმე კასპაროვი პოლგარის შემთხვევაში.
მას შემდეგ წლებმა განვლო… 2002 წელს გამართული იქნა დიდი საჭადრაკო დაპირისპირება „რუსეთის საჭადრაკო ნაკრებსა და მსოფლიო ნაკრებს” შორის. ეს ისეთი თამაშები იყო, სადაც მამაკაცები ქალ მოჭადრაკეებთანაც „სწორუფლებიანად” მართავდნენ საჭადრაკო დუელებს. შედეგად, მოხდა ისე, რომ კასპაროვს იუდითთან მოუხდა ურთიერთობის გარკვევა ჭადრაკის დაფაზე. და რაოდენ დიდი გახლდათ მისი იმედგაცრუება, როდესაც თავისი კრიტიკის ობიექტმა ქალმა „ბეჭებზე გააკრა” და დაამარცხა ეგზომ სახელოვანი მოწინააღმდეგე. – (ავტორი გენია.ჯი)
იუდით პოლგარი