გურამ რჩეულიშვილი წერდა…

„უცხოელი ყველგან და ყოველთვის, გარკვეული აზრით, ჭკვიანსაც ნიშნავს, ეროვნების განურჩევლად, ყოველ შემთხვევაში, კაცს, რომელმაც იცის ისეთი რამე, რაც შენ არ იცი, ამიტომ ყოველთვის გაიძულებს ეს შეუცნობლობა, ერთგვარი შინაგანი ანგარიშის გაწევით და პატივისცემითაც კი მოეპყრა მას”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„გულახდილობა გვაკლია ჩვენ ყველას, გულახდილობა”.

* * *

„არაბუნებრიობა ერთ-ერთი მკვეთრად გამოხატული ადამიანური თვისებაა”.

* * *

„არის მომენტი, როცა ადამიანს არა აქვს რაიმე მოუწესრიგებელი სულიერი საზრუნავი თავის სინდისში”.

* * *

„კაცს თავი რომა აქვს, იმიტომაც უნდა დაუფიქრდეს, რომ მთელი ჰქონდეს ყოველთვის”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ეს არის ჩვენი ბუნება, ქართველი კაცის ბუნება, რომელმაც არასოდეს არ იცის, რა არის ის თვითონ და სისტემატურად ცხოვრობს მეზობელ ჩვენებებში და არა თავის სინამდვილეში”.

* * *

„მე ხშირად ცუდ რამეებს ვფიქრობ ადამიანებზე, მაგრამ საკმარისია გავესაუბრო, რომ მთელი ცუდი აზრები ქრებიან; მე, მიუხედავად ჩემი გარეგნული სიმარტოვისა, საოცრად მიყვარს საზოგადოება და განსაკუთრებით საუბარი, რომლის დროსაც ვამბობ აბსოლუტურად ყველაფერს, იმ აზრებსაც კი, რისი სამუდამოდ ჩემთვის დატოვება განზრახული მქონდა საუბრის დაწყების წინ”.

* * *

„არ შემიძლია, ვერ ვიტანდე ვინმეს”.

* * *

„მე არასოდეს ვყოფილვარ არც სხვაზე მეტად გულჩვილი, არც მკაცრი”.

* * *

„თუ გამარჯვებაა, ყველას გაგვიმარჯოს!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>