გიორგი დანელია – „ეპიზოდი”

ერთ-ერთი უდიდესი ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი და მემუარისტი – გიორგი დანელია (1930-2019 წლები) იგონებდა: „ტაშკენტში ყოფნის ჟამს, ტელევიზორში ვუყურებდი უზბეკურ ენაზე დუბლირებულ ტატიანა ლიოზნოვას მიერ გადაღებულ შესანიშნავ მხატვრულ ფილმს მეორე მსოფლიო ომის შესახებ – „გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება”. ფილმის ერთ ეპიზოდში, მოგეხსენებათ, რომ მარტინ ბორმანი ფიურერის კაბინეტში შედის. ნაცისტური მისალმების შემდეგ იგი უზბეკურ ენაზე თარგმანით წარმოთქვამს სიტყვას, რომელმაც არა მხოლოდ მაშინ გამახალისა, არამედ დღემდე მახალისებს, როცა ვიხსენებ ხოლმე: „ – სალამ ალეიქუ, ჰიტლერ-აღა!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>