რუდოლფ ჰესი – „ეპიზოდი”
ფიურერის მოადგილის – რუდოლფ ჰესის შოტლანდიაში მოულოდნელმა გაქცევამ 1941 წლის 10 მაისს, გერმანიაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. „როდესაც მამაჩემი შოტლანდიაში გაფრინდა, მე 3,5 წლის ასაკში ვიმყოფებოდი. ამიტომ მის შესახებ ცოტა მოგონებები შემომრჩა იმ პერიოდისა, როდესაც იგი თავისუფლებაზე იმყოფებოდა”. – აცხადებდა რუდოლფის ერთადერთი მემკვიდრე – ვოლფ რუდიგერ ჰესი, ვინაც თავის მხრივ, თვით ჰიტლერის ნათლულს წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) თავის დროზე, „ვოლფი” (მგელი) რუდოლფმა საკუთარ ვაჟს სწორედ რომ ჰიტლერის მეტსახელის მიხედვით შეურჩია. „მგლის” მეტსახელით ადოლფს სიყმაწვილის წლებში მოიხსენიებდნენ და მისით ფიურერი ყოველთვის ამაყობდა.
1947 წელს ქვეყნიდან გაქცეული რუდოლფი, რომელიც გერმანიის ნაცისტურ რეჟიმს სამშობლოში ოფიციალურად ჰყავდა გამოცხადებული, როგორც „შეშლილი”, დედასთან ერთად დააპატიმრეს. ნიურნბერგის ტრიბუნალმა ჰესს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
იგი დიდი ხნის განმავლობაში არ იღებდა არავის. მათ შორის პაემნებზე არ ხვდებოდა თავის ცოლ-შვილსაც. მისმა ვაჟმა მამის ნახვა მხოლოდ 1969 წელს მოახერხა. 28 წლიანი განშორების შემდეგ… ჰიტლერის ექს-მოადგილე შპანდაუს საყოველთაოდ ცნობილი ციხის ერთადერთი პატიმარი გახდა 1966 წელს, რადგან სწორედ ის იყო ერთადერთი სამუდამო პატიმრობა მისჯილი ტუსაღი შპანდაუს ციხისა.
ოფიციალური ცნობების თანახმად, 1987 წლის 17 აგვისტოს რუდოლფ ჰესმა სიცოცხლე ციხის საკანში დაასრულა სუიციდის ჩადენის აქტით. აღნიშნული ვერსიის არ სჯეროდა რუდოლფის ვაჟს, ვინაც სხვათა შორის, ბევრი ეცადა სასჯელის შემსუბუქებას მამამისისთვის; ის კი არადა, ჰიტლერის ნათლულმა საზოგადოებრივი ორგანიზაცია – „თავისუფლება რუდოლფ ჰესს”-საც ჩამოაყალიბა, თუმცა ყოველი მისი მცდელობა კრახისთვის გამოდგა განწირული. – (ავტორი გენია.ჯი)
ვოლფი რუდოლფ ჰესის ცხედართან