ჰერმან გერინგი – „ეპიზოდი”

გერმანული მესამე რაიხის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა პერსონამ – ჰერმან გერინნგმა, საკუთარ ქალიშვილს – ედა გერინგს, ფუფუნებისადმი სიყვარული პატარაობიდანვე შთაუნერგა. (ავტორი გენია.ჯი) აკი, ძალაუფლებითა და ფუფუნებით ტკბობა ჰერმანის ყველაზე დამახასიათებელ თვისებებს წარმოადგენდნენ. და რადგანაც, ყველამ კარგად უწყოდა ეს, ანებივრებდნენ კიდეც მასსა და მისი ოჯახის წევრებს ძვირფასი საჩუქრებით. ასე მაგალითად: ედის ნათლობის ჟამს გერინგების ოჯახს საჩუქრად მიართვეს გენიალური გერმანელი მხატვრის – ლუკას კრანახის ორი შედევრი-ტილო. თავის მხრივ, ედას განსაკუთრებით აფეტიშებდა გავლენიანი მამაც. ცნობილი ფაქტია, რომ ლუფტვაფეს (გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალები) ბიუჯეტიდან გამოყოფილი სოლიდური თანხით ჰერმანმა  ისეთი უნიკალური სასახლის კომპლექსის შემცირებული ასლი ააგებინა ოსტატებს თავისი ქალიშვილისთვის, როგორიც გახლავთ გერმანულ ქალაქ პოსტდამში განთავსებული ფრიდრიხ II დიდის სამეფო რეზიდენცია – „სანსუსის სასახლე”.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ, ედას რამდენიმე ხნის განმავლობაში ამერიკულ ტყვეთა ბანაკში მოუხდა ყოფა-ცხოვრება. თავისუფლებაზე მყოფმა მიუნხენის უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა. მოგვიანებით იგი სამუშაოდ ადგილობრივ საავადმყოფოშიც მოეწყო. მიუხედავად ყოველივე ამისა, ფუფუნებისადმი და დროსტარებისადმი ტრფობა მას არც შემდგომში განელებია. იგი თავის ჟურნალისტ საყვარელთან და ყოფილ ნაცისტებთან ერთად ხშირად აწყობდა ხოლმე მდიდრულ წვეულებებს ძვირფას იახტაზე. იახტაზე, რომელიც იმის გამო შეისყიდეს მან და მისმა საყვარელმა თავის დროზე, რომ ოდესღაც ჰერმან გერინგის საკუთრებაში იმყოფებოდა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>