კონსტანტინე გამსახურდია წერდა…
„ვინც მეფეთა სამსახურისათვის თავს გადასდებს, მას საკუთარი სახლის უკან მზად უნდა ჰქონდეს დილეგიც”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„როცა კაცს სიბერე მოუწევს, ბალღს დაემსგავსება იგი. აკი ასე სჩვევიათ ბალღებსაც, ისეთ რამესაც იკითხავენ ხოლმე, რაც კარგად იციან თავათაც.
ბალღები და მოხუცები იმითაც ჰგვანან ერთმანეთს, რომ მათ თანაბრად აეშლებათ ხოლმე საღერღელი ლაპარაკისა.
მხოლოდ ესაა: ბალღს არ ეშინიან სიმართლის თქმისა, იგი აგრე ვარაუდობს ალბათ ქვეშეცნეულად: გავიზრდები, ჭკვიანურსაც ვიტყვიო.
მოხუცებულიც აცუნდრუკდება ხშირად, რადგან გამოცდილებიდანაც კარგად იცის, მხოლოდ ბრძენკაცებს ემტერებოდნენ მეფეები და არსად არც ერთ მეფეს, თუგინდ სულელსაც, შლეგები არ ჩამოუხრჩვია ჯერ.
რადგან თვით უჭკუო მეფეებსაც მუდამ ესმოდათ: სულელები სათითაოდ რომ ჩამოეხრჩო, მაშინ ვერც ხარკს მოიხვეჭდნენ, ვეღარც მონასპებს იპოვნიდნენ ომში წასაყვანს”.
* * *
„ასე ყოფილა მუდამ: ვინც შეგირდი არ ყოფილა, ვერასოდეს გახდება ოსტატი, ვერც იგი გახდება ოდესმე ოსტატი, მუდამ ოსტატებს ვინც შეჰყურებს პირში”.
* * *
„ვაჟკაცთა წესია ასეთი: გულის მიჯნურისთვის არ დარიდება საფრთხისა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ეს კარგი, ჩვენ კაცნი რომ ვხოცავთ ურთიერთს, მაგრამ ამ საცოდავ პირუტყვებს რას ვემართლებით, ნეტავ?”