ნიკოლა ტესლა – „ეპიზოდი”
ელეგანტური ჩაცმის სტილითა და ელეგანტური ჩვეულებებით გამორჩეული სერბული წარმომავლობის მქონე გენიალური ამერიკელი ფიზიკოსი, ინჟინერი და გამომგონებელი – ნიკოლა ტესლა (1856-1943 წლები), „ევგენიკის” მოძღვრების გულმხურვალე აპოლოგეტი მეცნიერი გახლდათ (მოძღვრება ადამიანის მემკვიდრული ნიშან-თვისებების გაუმჯობესებაზე, რომლის მიზანსაც წარმოადგენს გარკვეული ინდივიდების შერჩევითი შეჯვარების შედეგად ადამიანის მოდგმის სრულყოფა). გაგიკვირდებათ და, ამ სახელოვან სწავლულში განსაკუთრებულ სიძულვილს აღძრავდა როგორც ადამიანის ცუდი ჩაცმულობის სტილი, ასევე ადამიანის სხეულის არაპროპორციული ფორმები (სიმსუქნე და ასე შემდეგ). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არც ის იქნება გასაკვირი, რომ მას ემეგობრა ნაციზმის ისეთ თვალსაჩინო პროპაგანდისტთან, როგორიც გახლდათ გერმანული წარმომავლობის მქონე ამერიკელი პოეტი – ჯორჯ ვირეკი. ტესლა, როგორც მინიმუმ, ნაწილობრივ მაინც იზიარებდა თავისი გერმანელი მეგობრის მიზანთროპულ შეხედულებებს. ის კი არადა, 1937 წელს მან საჯაროდ გამოთქვა თავისი წუხილი იმის შესახებ, რომ „დამნაშავეთა” და „სულით ავადმყოფთა” სტერილიზაცია სრულყოფილი ტემპებით არ მიმდინარეობდა. გარდა ამისა, იგი გამოვიდა წინადადებით, შეეზღუდათ გენეტიკურ საფუძვლებზე დამკვიდრებული ქორწინების შემთხვევებიც. – (ავტორი გენია.ჯი)
ჯორჯ ვირეკი