დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
სახვით ხელოვნებაში იმპრესიონიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი, გენიალური ფრანგი მხატვარი – კლოდ მონე, გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქს – ლონდონს, საერთო ჯამში, ოთხჯერ ეწვია თავისი ცხოვრების განმავლობაში. მონეს ბიოგრაფთა ცნობით, მას ლონდონში „ერთი” რამ იტაცებდა განსაკუთრებით. „სწორედ რომ „ის” ხდის ლონდონს განსაკუთრეებულად თვალწარმტაცსა და იდუმალსო”, – ხშირად შეუნიშნავს კიდეც ფრანგ ფერმწერს. დაასახელეთ, „რა” იტაცებდა ესოდენ განსაკუთრებულად ლონდონში კლოდ მონეს?! – (ავტორი გენია.ჯი)