დრამის თეფშის გამოგონების ისტორიიდან…
დასარტყმელი მუსიკალური საკრავის – დრამის თეფშები გამოგონებული იქნა ჯერ კიდევ 1618 წელს წელს ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქ – კონსტანტინოპოლში. (ავტორი გენია.ჯი) მისი ავტორი გახლდათ იმავე ქალაქში მაცხოვრებელი ეროვნებით სომეხი ალქიმიკოსი – ავედის ზილჯიანი. სწორედ მის სახელთან ასოცირდება დრამის თეფშების მწარმოებელი კომპანიის – „The Avides Zildjian Company”-ს დაარსება 1623 წელს. კომპანიისა, რომელიც დღეისათვის ერთ-ერთი წამყვანი და უმსხვილესია მსოფლიოში, დასარტყმელი მუსიკალური ინსტრუმენტების წარმოების მხრივ. საყურადღებოა ის გარემოება, რომ დრამის თეფშის ავტორის გვარი – „ზილჯიანი”, თარგნამით (სიტყვა-სიტყვით) აღნიშნავს – „თეფშების მჭედელს”.
ავედისს თავისი გვარი (ზილჯიანი) პირადად ოსმალეთის სულთანმა – ოსმან II-ემ უბოძა და, უბოძა მაშინ, როდესაც დრამის თეფშების გამომგონებელი ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა იყო. ავედისს სულთანმავე მისცა სასახლის კარის დატოვებისა და საკუთარი ბიზნესის წამოწყების უფლება. ამიტომაც მზადდებოდა თავდაპირველად, ზილჯიანის მიერ დაარსებულ კომპანიაში ოტომანთა იმპერიის სამხედრო ორკესტრისათვის – „მეჰთერისათვის” საჭირო დრამის თეფშები ძირითადად. შემდგომში ზილჯიანმა წარმოება ძლიერ გააფართოვა. დღეისათავის, ავედისის მიერ 1623 წელს დაარსებულ კომპანიას მისი შთამომავლები განაგებენ. – (ავტორი გენია.ჯი)