ელენა ჩაუშესკუ – „ეპიზოდი”

ქიმიური ქარხნის ყოფილმა ლაბორანტმა ქალმა – ელენა პეტრესკუმ, ვისაც შემდგომში იძულების წესით უწოდა რუმინელმა ხალხმა – „მეცნიერების მანათობელი”, თავისი დიქტატორი მეუღლე – ნოკოლაე ჩაუშესკუ, რომელზეც დიდი გავლენა გააჩნდა მას, დაარწმუნა იმაში, რომ იგი რუმინეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტობის ღირსეული და შესაფერისი კანდიდატი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) შედეგად, ელენა დამტკიცებული იქნა კიდეც რუმინეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის პოსტზე. მაგრამ, როგორც გაირკვა, კომფორტული ცხოვრებისა და ფუფუნების მოყვარული რუმინეთის „პირველი ლედის” განუზომლად დიდი ამბიციების დასაკმაყოფილებლად ეს საკმარისი სრულიადაც არ იყო. ამიტომაც, 1980 წელს ნიკოლაემ თავისი „მეცნიერების მანათობელი” მეუღლე – ქვეყნის პირველ ვიცე-პრემიერედაც დაამტკიცა, რითაც მან ელენა სახელმწიფოს მეორე პირად აქცია ფაქტობრივად.

ცნობილია ისიც, რომ რუმინელი დიქტატორი რიგ „ბარბაროსულ კანონებს” ელენას უშუალო თანამონაწილეობით იღებდა. ასე მაგალითად: ჩაუშესკუების წყვილმა ჩათვალა, რომ რუმინელი ხალხი ძალიან ბევრ საკვებს მოიხმარდა, რის გამოც, ეკონომიის მიზნით, თანამემამულეებს კვების რაციონი 10-15%-ით შეუმცირა. იმავე ეკონომიის მომიზეზებით, ჩაუშესკუებმა თანამემამულეებს აუკრძალა საცხოვრებელ სახლებში ერთ ნათურაზე მეტით სარგებლობის უფლება. ის კი არადა, მათი ინიციატივით, ელექტროენერგიის მოხმარების მხრივ მაქსიმალური ეკონომია დაევალა რუმინეთში არსებულ ყველა სოციალურ დაწესებულებას. მათ შორის – სამშობიარო სახლებსაც. შედეგად, 1983 წელს სამშობიაროთა ინკუბატორებში მოთავსებული ათეულობით ახალშობილი ემსხვერპლა ცივ ზამთარს.

„ეს ნამდვილი გენოციდი გახლდათ. თქვენ ადამიანები შიმშილისა და სიცივისთვის გაწირეთ; თქვენ ადამიანებს აწამებდით იმით, რომ მათ სითბოსა და სინათლის გამოყენების საშუალებას უსპობდით. თუმცა თქვენი ყველაზე საშინელი დანაშაული მაინც იმაში მდგომარეობს, რომ უკიდურესად შეულახეთ სული – ერს”. – ასეთი იყო უკანასკნელი განაჩენი ჩაუშესკუების დესპოტური წყვილისა. წყვილისა, რომელიც სამხედრო ტრიბუნალის ბრძანებით – 1989 წლის 25 დეკემბერს დახვრიტეს. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>