ამალია მეგაპანუ – „ეპიზოდი”
1973 წელს საბერძნეთი დიდმა ოჯახურმა სკანდალმა მოიცვა. სკანდალმა, რომელიც დაკავშირებული გახლდათ ქვეყნის პრეზიდენტ – კონსტანტინოს კარამანლისსა და მის პოლიტიკოს მეუღლესთან – ამალია მეგაპანუსთან. (ავტორი გენია.ჯი) კერძოდ: აღნიშნულ პერიოდში ამალიასათვის ცნობილი გახდა, რომ ქმარი ხშირად ღალატობდა მას. ის კი არადა, მან ისიც შეიტყო, რომ კონსტანტინო კანონიერ ცოლთან გაყრასა და ერთ-ერთ საყვარელთან დაქორწინებასაც გეგმავდა. იმისათვის, რომ თავისი ქმრის „საპრეზიდენტო” გვარი არ მიეღო „კონკურენტ ქალს” სავარაუდო დაქორწინების შემთხვევაში, მოტყუებულმა და შეურაცხყოფილმა ამალიამ საპარლამენტო დონეზე მიაღწია მისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი კანონის მიღებას. აღნიშნული კანონის თანახმად, გათხოვილ ქალს ქმრის გვარზე გადასვლა – აეკრძალა. ამალია მეგაპანუს უშუალო ძალისხმევის შედეგად მიღებული კანონი დღემდე მოქმედებაშია ელადაში. ამიტომაც არ ატარებს არც ერთი გათხოვილი ბერძენი ქალი ქმრის გვარს საბერძნეთში. – (ავტორი გენია.ჯი)