დეინს ბარინგტონი – „ეპიზოდი”

მაშინ, როდესაც გენიალური ავსტრიელი კომპოზიტორი და ვირტუოზი პიანისტი – ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი სულ რაღაც 8 წლის ასაკში იმყოფებოდა, ლონდონის სამეფო აკადემიამ მასთან სპეციალურად მიავლინა ცნობილი ინგლისელი ადვოკატი და სამართლის ისტორიკოსი – დეინს ბარინგტონი (1727-1800 წლები). მისი მოცარტთან მივლინების ერთადერთ მოტივს წარმოადგენდა ღრმა ეჭვის დადასტურება ან უარყოფა – მართლაც იყო თუ არა ამადეუსი ასაკით ბავშვი? პატარა მოცარტის პიანინოზე დაკვრის ვირტუოზულმა ხელოვნებამ ხალხში იმთავითვე ეჭვი აღძრა: მოარული მოსაზრებით, მოცარტი სრულწლოვანი ადამიანი გახლდათ, თუმცა-კი ტანად – ჯუჯა, რომელიც თავს ბავშვად ასაღებდა. საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა, ასეთი პატარა ასაკის მქონეს ესოდენ პროფესიონალურ დონეზე რომ ძალუძდა პიანინოზე ურთულესი მუსიკალური ნაწარმოებების სათანადო დონეზე შესრულება.

სამშობლოში დაბრუნებულმა ბარინგტონმა, რომელმაც მასზედ დაკისრებული დავალება პირნათლად შეასრულა, ამადეუსის შესახებ გავრცელებული ეჭვი შემდეგი სიტყვით გააქარწყლა ლონდონის სამეფო აკადემიის წევრთა წინაშე: „მოცარტი მართლაც რომ რვა წლის ასაკში იმყოფება. როდესაც მე მას პირველად შევხვდი, იგი ხის სათამაშო ცხენით ერთობოდა”. – (ავტორი გენია.ჯი)

7 წლის ასაკში მყოფი მოცარტი მუსიკალურ ინსტრუმენტთან

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>