თედორე დოსტოევსკი წერდა…
„რასაც ჭკუა და რწმენა მიკარნახებს, იმას ვერ ვუღალატებ”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მე ყველას გავუსწორე ანგარიში, მტერსაც და მოყვარესაც”.
* * *
„ყველაფრის წინასწარ გათვალისწინება, ცხადია, შეუძლებელია”.
* * *
„ხალხის ლანძღვა არ შეიძლება”.
* * *
„მართალი ყოფილა, ყველაზე ჭკვიანს ყველაზე საკვირველი კითხვების მოცემა შეუძლიაო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რამდენი გიჟი ჰყავს ამქვეყნად ღმერთს!”
* * *
„გაგიმეორებთ ამ ხალხურ სიბრძნეს: „მეტი იცხოვრეთ” და ეცადეთ როგორმე მოწყენა არ შეიჩვიოთ”.
* * *
„მე ვაცხადებ, რომ შექსპირი და რაფაელი – გლეხთა განთავისუფლებაზე, ხალხოსნობაზე, სოციალიზმზე, ყმაწვილ თაობაზე, ქიმიაზე და თითქმის მთელ კაცობრიობაზე მაღლა დგას, ვინაიდან ისინი ჭეშმარიტი ნაყოფი გახლავთ კაცობრიობისა და შესაძლოა ამისთანა ნაყოფი ჯერაც არ მოესხას კაცობრიობას! ეს არის უკვე მიღწეული ფორმა სილამაზისა და ამის გარეშე იქნებ სიცოცხლეც აღარ ვისურვო…”
* * *
„ამქვეყნად ყველგან არსებობისთვის ბრძოლაა და სხვა პრინციპი არ არსებობს”.
* * *
„არ შეიძლება არაფრად ჩააგდო საკუთარი სიცოცხლე…” – (ავტორი გენია.ჯი)