ორგანი – „ეპიზოდი”

ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი კონსტრუქციისა და უნიკალური ჟღერადობის მქონე კლავიშიანი სასულე მუსიკალური საკრავის – ორგანის წინამორბედად, წყალზე მომუშავე „ჰიდრავლოსია” მიჩნეული, რომელიც ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ-ით II საუკუნეში იქნა გამოგონებული ალექსანდრიაში მოღვაწე ცნობილი ძველ ბერძენი გამომგონებლისა და მექანიკოსის, ალექსანდრიის მუზეუმის პირველი ხელმძღვანელისა და „პნევმატიკის მამად” წოდებული – ქტესიბიოსის მიერ. (ავტორი გენია.ჯი) დიდი გაბარიტების შემცველი ორგანი პირველად IV საუკუნეში გამოჩნდა, ხოლო უფრო დახვეწილი კონსტრუქციის მქონე კი VII-VIII საუკუნეებში. ქრისტიანულ ტაძრებში ორგანის განთავსების იდეა რომის პაპს – ვიტალიანეს ეკუთვნის. სწორედ მისი უშუალო ინიციატივით იქნა დაწყებული სპეციალური საეკლესიო ორგანების წარმოება, რომლის ცენტრადაც თავის დროზე ბიზანტიის იმპერია იქცა. პირველად საეკლესიო ორგანი ქრისტიანულ ტაძარში აჟღერებული იქნა VII საუკუნეში. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ – 666 წელს. – (ავტორი გენია.ჯი)

ვიტალიანე

ჰიდრავლუსი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>