ედიტ პიაფი – „ეპიზოდი”
ცნობილი ფაქტია, რომ მსოფლიო ესტრადის ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი ვარსკვლავის - ედიტ პიაფის (1915-1963 წლები) ნამდვილი სახელი და გვარი გახლდათ – ედიტ ჯოვანა გასიონი. (ავტორი გენია.ჯი) ფსევდონიმი – „პიაფი” მას პარიზული ღამის კლუბის მფლობელმა და ედიტში განუმეორებელი მუსიკალური ტალანტის პირველმა აღმომჩენმა – ლუი ლეპლემ მიანიჭა. „პიაფი” ფრანგული სლენგით – „პატარა ბეღურას” აღმნიშვნელია და, მართლაც რომ იგი ნამდვილ „პატარა ბეღურას” წარმოადგენდა: ედიტის სიმაღლე ხომ სულ რაღაც 147 სანტიმეტრი იყო. – (ავტორი გენია.ჯი)