იცით თუ არა, რომ?!

1. იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის მოქალაქე ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქებაზე ოფიციალურად განაცხადებს უარს, მოქმედი კანონის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტში მას წინასწარ – 2 350 ამერიკული დოლარის გადახდა მოუწევს. ეს არის ყველაზე დიდი გადასახადი მსოფლიოში, რომელსაც ადამიანი თავისი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის თქმის შემთხვევაში იხდის. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

2. ფიზიკური დატვირთვის ყველაზე დასაშვებ და უსაფრთხო ფორმად მედიკოსები – სიარულს ასახელებენ.

* * *

3. ცხოველთა შორის ყველაზე გრძელი და ხშირი წამწამები – ჟირაფებს გააჩნიათ.

* * *

4. ბიოლოგთა მტკიცებით, 2021 წლის იანვრის თვის მონაცემების თანახმად, სულ დედამიწაზე 10 806 სახეობის ფრინველია გავრცელებული.

* * *

5. „პალეოვირუსოლოგია” – გახლავთ მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ისტორიის ადრეულ ეტაპებზე გავრცელებულ ძველ ვირუსებს. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

6. ყველაზე სწრაფი ინტერნეტ-მომსახურებით სამხრეთ კორეის მოსახლეობა სარგებლობს, სადაც ინტერნეტის საშუალო სისწრაფე – 113.01 მეგაბაიტს შეადგენს წამში.

* * *

7. ქორისებრთა ოჯახის მტაცებელ ფრინველს – თეთრთავა ფსოვს, რომელიც ცნობისათვის, აშშ-ის ეროვნულ გერბზეა გამოსახული, თავდაყირა მდგომარეობაშიც კი ძალუძს ფრენა. ასეთ შემთხვევაში ამბობენ, იგი ჰაერში „ცურავსო”.

* * *

8. მურა დათვისა და თეთრი დათვის ნაჯვარ შვილს – „პიზლი” ეწოდება.

* * *

9. პირველ მსოფლიო ომში გერმანელთა მხარდამხარ ათასობით გერმანელი-ებრაელი იბრძოდა. ოფიციალური ცნობების თანახმად, საერთო ჯამში, ამ საშინელ მოვლენას 12 000 გერმანელი-ებრაელის სიცოცხლეც უმსხვერპლია.

* * *

10. პირველი ქვეყანა, რომელმაც გაერთიანებული სამეფოს დედოფლის – ელისაბედ II-ეს პორტრეტული გამოსახულება დაიტანა ფულად ნომინალზე 1935 წელს, კანადა გახლდათ. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>