ზაურ ბოლქვაძე – „ანდერძი”

შვილო, ჩემზე ნუ იტირებ!

განა მართლა მიწაში ვარ?!

მზეს შეხედე! – იმ მზეში ვარ!

ცას შეხედე! – იმ ცაში ვარ!..

* * *

იმ კაშკაშა ვარსკვლავში ვარ,

გზა რომ უნდა გაგინათოს,

გაქართველოს, გაამაყოს

და იმედი გაგიმართლოს!

კომენტარის დატოვება