თედორე დოსტოევსკი წერდა…
„საოცარი გმირობაა – საკუთარი თავის დასჯა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სასაცილო მე ვერასოდეს შემაშინებს”.
* * *
„მაქეთ და მადიდეთ, მე ეს საოცრად მიყვარს”.
* * *
„ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა ჩასწვდეს საზოგადოება, რომ ზოგადსაკაცობრიო მიზნების მიღწევა გაცილებით მაღლა დგას ხორციელ სიამოვნებაზე”.
* * *
„რადგან ძალგიძთ გონებაში დასვათ კითხვა: „პასუხისმგებელი ვარ თუ არა ჩემს საქმეთა გამო”, თქვენ უკვე უცილობლად პასუხისმგებელი ხართ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„როცა კაცი მთელი სულით და გულით პროგრესისკენ ილტვი… ყველაფერს უნდა მოელოდე”.
* * *
„დანაშაული ჭეშმარიტად სიმახინჯეა. როგორიც უნდა იყოს დანაშაული, რაც მეტი სისხლია, რაც უფრო საზარელია, მით უფრო, ასე ვთქვათ, ხატოვანია და შთამბეჭდავი; მაგრამ არსებობს დანაშაული ჭეშმარიტად სამარცხვინო, საძრახისი, ვერანაირად რომ ვერ გაამართლებს საშინელება…”
* * *
„სრული ათეისტი, რაც უნდა თქვათ, მაინც სრულყოფილი რწმენის წინა საფეხურზე დგას (ოღონდ ან გადააბიჯებს, ან არა), გულგრილს კი არანაირი რწმენა არა აქვს, გარდა უგვანო შიშისა, და ისიც იშვიათ შემთხვევაში, თუკი მგრძნობიარე ადამიანია”.
* * *
„არსებობს ერთი სასჯელი, რომელიც თან სდევს მშობელი მიწისაგან მოწყვეტილებს – მოწყენილობა და უსაქმურობის უნარი, მაშინაც კი, როცა საქმის კეთების დიდი სურვილი აქვთ”.
* * *
„მე ყველგან ვცადე ჩემი ძალა. სადაც ვცადე, ყველგან უზღუდო გამოდგა იგი”. – (ავტორი გენია.ჯი)