ზაურ ბოლქვაძე – „არის ამ ჩემს ორგანიზმში…”

არის ამ ჩემს ორგანიზმში

ყველგან (არა ზოგან) ნისლი:

ყელში – მიბჯენილი სული,

სულში – სევდა მარადისი,

გულში – ჩარჭობილი დანა,

ტვინში – ჩაქცეული სისხლი,

თვალში – ჩაგებული ცრემლი,

და უწყვეტი დენა მისი,

პირში – ბურთი ჩატენილი,

მტრობით, სიძულვილით, ზიზღით!..

ვიხრჩობი და ვიღუპები,

რა ვიღონო, აღარ ვიცი!..

კომენტარის დატოვება