გლენ ვულფი – „ეპიზოდი”
თუკი მხედველობაში არ მივიღებთ სპარსეთის შაჰებს, ოსმალეთის სულთნებსა და რიგი აზიური ქვეყნების იმპერატორებს, ერთ-ერთი ამერიკელი პასტორი (პროტენსტანტების მღვდელი) – გლენ ვულფი (1908-1997 წლები), მონოგამური ქორწინების რაოდენობის მხრივ, მართლაც რომ მსოფლიო რეკორდსმენად არის დასასახელებელი. (ავტორი გენია.ჯი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში, ვულფი სულ – 30-ჯერ იყო დაქორწინებული. მისი ყველაზე ხანგრძლივ პერიოდიანი ქორწინება – 11 წლის განმავლობაში გრძელდებოდა მასზე 37 წლით უმცროს ქალთან – კრისტინ კამაჩოსთან; ყველაზე ხანმოკლე კი მხოლოდ – 19 დღის განმავლობაში. 5 მათგანთან ქორწინების შეწყვეტის მიზეზი გლენის მეუღლეების გარდაცვალება იქცა. ბედის ირონიით, მისი უკანასკნელი რჩეული ქალი (30-ე ცოლი) – ლინდა ესექსი, მონოგამური ქორწინებების რაოდენობით თავის „სასახელო” მეუღლეს დიდად არ ჩამოუვარდებოდა. ამ მხრივ იგი ქალთა შორის გახლდათ ნამდვილი რეკორდსმენი: 23 ქორწინება…
გლენ ვულფი კალიფორნიის შტატში აღესრულა 89 წლის ასაკის შესრულებამდე სულ რაღაც ორმოცდახუთიოდე დღით ადრე. მიუხედავად მრავალრიცხოვანი ცოლებისა და 40 შვილისა, მის ცხედარს პატრონი მაინც არ გამოუჩნდა: გლენ ვულფი უკანასკნელ გზაზე არც ერთ მის ცოლსა და და არც ერთ მის შვილს არ გაუცილებია. ის კი არადა, ყველასგან იგნორირებული პასტორის დასაკრძალი ხარჯები ლოს-ანჯელესის მერიამ გაიღო. შესაბამისად, იგი სახელმწიფო ხარჯებით იქნა დაკრძალული. – (ავტორი გენია.ჯი)