ფერდინანდ VI – „ეპიზოდი”
ფერდინანდ VI (1713-1759 წლები) ესპანეთის სამეფო ტახტზე – 33 წლის ასაკში ავიდა. ამ მეტად რბილი ბუნებით გამორჩეულ, მორცხვ და მელანქოლიით შეპყრობილ მონარქზე იმთავითვე უდიდესი გავლენა გააჩნდა თავის ენერგიულ და გონიერ მეუღლეს – ბარბარა ბრაგანსას „პორტუგალიელს”. (ავტორი გენია.ჯი) უკიდურესად გულჩათხრობილი ფერდინანდი, ვინაც არასოდეს ყოფილა დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში, საყვარელი მეუღლის მოულოდნელმა გარდაცვალებამ არა მხოლოდ ფსიქოლოგიურად დათრგუნა, არამედ ფსიქიკურად შეარყია კიდეც. მას შემდეგ, რაც ცოლი დაკარგა, ესპანელმა მონარქმა უარი განაცხადა ყოველგვარი ჰიგიენური ნორმების დაცვაზე. მისი ფსიქიკა იქამდე დაეშვა, რომ, რატომღაც მყარ საკვებს აღარ მიირთმევდა და მხოლოდ წვნიანებით გადიოდა ფონს. სიცოცხლის უკანასკნელ ჟამს კი ფერდინანდმა სულაც გაუტია: ამა თუ იმ კედლის სიმკვრივესა და სიმყარეს – საკუთარი თავის კედელზე ცემით დაუწყო შემოწმება. რიგი ისტორიული წყაროების მტკიცებით, კედლის ასეთი უცნაური მეთოდით შემოწმება ხშირად რამდენიმე საათის განმავლობაშიც კი გრძელდებოდა.
ფსიქიკურად დაავადებულ მონარქს საყვარელი მეუღლის გარდაცვალების შემდგომ დიდხანს აღარ უცოცხლია: იგი მომდევნო წელსვე გამოეთხოვა წუთისოფელს. – (ავტორი გენია.ჯი)
ბარბარა პორტუგალიელი