ართურ კონან დოილი – „ეპიზოდი”

ირლანდიური წარმომავლობის მქონე დიდმა ინგლისელმა ლიტერატორმა – ართურ კონან დოილმა (1859-1930 წლები), ჯერ კიდევ ბავშვობის ხანაში გადაწყვიტა თავისი ცხოვრება მედიცინასთან დაეკავშირებინა. მის არჩევანზე განსაკუთრებული გავლენა იქონია ახალგაზრდა მედიკოსმა – ბრაიან უოლერმა, ვისაც დოილების სახლში ერთი ოთახი ჰქონდა დაქირავებული გარკვეული პერიოდის განმავლობაში. (ავტორი გენია.ჯი) სამედიცინო სკოლაში სწავლის ჟამს იგი ლიტერატურითაც აქტიურად გახლდათ დაკავებული. რამდენიმე ხანს ვეშაპთმჭერი გემის ბორტზე იმუშავა თვალის ქირურგად. მოგვიანებით, კერძოდ კი 1885 წელს დოილს მედიცინის დოქტორის ხარისხი მიენიჭა და საკუთარი ოფთალმოლოგიური კლინიკაც გახსნა. თუმცა, სავალდებულო ვაქცინაციის მომხრე ართურის მიერ გახსნილ ოფთალმოლოგიურ კლინიკას პაციენტები დიდად არ სწყალობდნენ, რის გამოც იძულებული გახდა იგი არა მხოლოდ დაეხურა, არამედ მედიკოსის პროფესიაზე საბოლოოდ აეღო ხელი და მთელი თავისი ძალისხმევა ლიტერატურისათვის მიეძღვნა. როგორც აღმოჩნდა, დოილი თავის არჩევანში არ შემცდარა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>