მიხეილ სალტიკოვ-შჩედრინი – „ეპიზოდი”
გამოჩენილი რუსი სატირიკოსი მწერალი და ჟურნალისტი – მიხეილ სალტიკოვ-შჩედრინი (1826-1889 წლები) დაქორწინებული გახლდათ ვიატკის (თანამედროვე ქალაქი კიროვი) ვიცე-გუბერნატორის ქალიშვილზე – ელისაბედ ბოლტინაზე. (ავტორი გენია.ჯი) ქორწინების მომენტში მიხეილი 30 წლის ასაკში იმყოფებოდა ხოლო მისი „რჩეული” ქალი 14 წლის ასაკში. სალტიკოვ-შჩედრინების წყვილს თანაცხოვრებაში ორი შვილი შეეძინა – ერთი ვაჟი და ერთი გოგონა (აქ გასათვალისწინებელია ის, რომ პირველი შვილი ქორწინებიდან მხოლოდ 17 წლის გასვლის შემდეგ მოევლინა ქვეყნიერებას). მათ ყოფასა და ურთიერთობას იდილიურს ნამდვილად ვერ ვუწოდებდით, რადგან ცოლ-ქმარს შორის ხშირი იყო კონფლიქტები. ამას თან ერთვოდა ისიც, რომ ელისაბედი ღიად და დაუფარავად ღალატობდა მიხეილს, რაც რაღა თქმა უნდა, შეუმჩნეველი არ დარჩენია მწერლის ახლობელთა წრეს. მას შემდეგ, რაც ელისაბედმა პირველად იმშობიარა, გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ კონსტანტინე (ლიტერატორის პირველი შვილი) მიხეილის „შემოქმედების” ნაყოფი არ გახლდათ. ამ ეჭვს მას თავისი ახლობლები არც უმალავდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ კონსტანტინე ფიზიონომიურად საერთოდ არ ჰგავდა მიხეილს, ლიტერატორი მაინც ღრმად იყო დარწმუნებული, რომ მის მამას თავად წარმოადგენდა. რუსი ლიტერატორი მაქსიმალურად ცდილობდა თავისი შვილებისათვის არაფერი მოეკლო. მათ შორის – მისცა შესანიშნავი განათლებაც. მაგრამ რად გინდა… არავინ დაუფასა… ის კი არადა, სიკვდილის სარეცელზე მყოფ ყოვლად დაუძლურებულ მიხეილს, ელისაბედი (ცოლი) და მისი ქალიშვილი (მასაც ელისაბედი ერქვა) უკიდურესად არაადამიანურად ექცეოდნენ – დასცინოდნენ და მასხრად იგდებდნენ მომაკვდავს. ერთადერთი ოჯახის წევრი, ვინაც საკუთარ თავს ასეთი საზიზღრობის უფლებას არ აძლევდა, მწერლის ვაჟიშვილი, კონსტანტინე იყო. თუმცა როგორც აღმოჩნდა, ისიც დედისა და დის მსგავსად, ზიზღით ყოფილა განმსჭვალული მიხეილის მიმართ, რაც წლების გასვლის შემდეგ მამის შესახებ დაწერილ მოგონებებში კარგად გამოჩნდა. – (ავტორი გენია.ჯი)
მიხეილი და ელისაბედი