„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„ზოგჯერ ადამიანი ერთ დღეში ისწავლის იმას, რაც თვეებისა და წლების განმავლობაში ვერ ისწავლა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„რა მიუტევებელი სისულელეა, გული გადაუშალო უგულო ადამიანს”.

* * *

„უხმო სიძულვილი გაცილებით საშიშია”.

* * *

„ვისაც საკუთარი თავისა არა სწამს, არც სხვისი სჯერა”.

* * *

„ქალისთვის იმაზე დამამცირებელი არაფერია, როცა იგრძნობს, რომ მეტისმეტად ჩქარა დანებდა ადამიანს, ვინც მისი სიყვარულის ღირსი არ არის. ნამდვილი ქალი არასოდეს აპატიებს ამ დანაშაულს არც თავის თავს და არც დამნაშავეს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„დიდი მოწყალება ღირსეულთ შეჰფერით, უღირსთათვის კი საშიშად იქცევა”.

* * *

„ვინც უბედურ ვარსკვლავზეა დაბადებული, მას ბედი არასოდეს სწყალობს”.

* * *

„პოლიტიკურ დათმობაზე ყოველთვის დაგვიანებით მიდიან ხოლმე”.

* * *

„გენიალური თვალთმაქცობა ყოველთვის სძლევს მდაბალ თვალთმაქცობას”.

* * *

„ვნებამ არ იცის განსჯა და ანალიზი”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება