„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„სინამდვილე – ჭკუის უდიდესი მასწავლებელია”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„კაცის ბუნება ასეთია, როცა ორი ადამიანი, ორი იდეა, ორი მსოფლმხედველობა ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ უპირისპირდება, ვერ გაუძლებს ცდუნებას და ან ერთს მიემხრობა, ან მეორეს. ეცდება, ერთი გაამართლოს, მეორეს კი ბრალი დასდოს; ერთი დაადანაშაულოს, მეორეს პატივი მიაგოს”.
* * *
„მუდამ ასეა, ადამიანს, ვისაც იდუმალი ძალა უბიძგებს დანაშაულისკენ, მაშინვე გაარჩევ ნამდვილი დამნაშავისგან, იმისგან, ვისაც დანაშაულის ჩადენის მოთხოვნილება გააჩნია”.
* * *
„ყოველ მიუკერძოებელ მსაჯულს სინდისი წმინდა უნდა ჰქონდეს”.
* * *
„როგორც ყოველ დიდ ხელოვნებას, სიყვარულსაც შესწავლა, გამოცდა და პრაქტიკულად შემოწმება სჭირდება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„პატარა კაცმა ცხვირი არ უნდა ჩაყოს დიდი კაცების საქმეში, თორემ სხვისი ცოდვებისთვისაც მას მოჰკითხავენ”.
* * *
„არიან ადამიანები, რომლებიც ძალით ცდილობენ მიაღწიონ იმას, რასაც ვერ მიაღწიეს პატიოსანი გზით”.
* * *
„ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვა წმიდათაწმიდა ვალია ხელისუფლებისა”.
* * *
„არიან ადამიანები, რომლებიც იმიტომ ხუჭავენ ხოლმე შეგნებულად თვალს, რომ შემდეგ დაიფიცონ – არაფერი დაგვინახავსო”.
* * *
„ასეთია ბუნების კანონი: რაც უფრო ჩქარა მოდის ქვა, მით უფრო ღრმად ეცემა უფსკრულში”. – (ავტორი გენია.ჯი)