იცით თუ არა, რომ?!
1. ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში დღემდე ფუნქციონირებს 1725 წელს გახსნილი რესტორანი, სახელწოდებით – „სობრინო დე ბოტინი”, სადაც გარკვეული ხნის განმავლობაში მიმტანად მუშაობდა ისეთი გენიალური ესპანელი ფერმწერი, როგორიც გახლდათ – ფრანსისკო გოია. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. მსოფლიო ოკეანის უღრმეს ადგილს, რომელიც – „მარიანას ღრმული”-ს სახელწოდებით არის ცნობილი, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2009 წელს „ეროვნული ძეგლის” სტატუსი მიანიჭა.
* * *
3. სიტყვა – „როიალი”, პირველად 1777 წელს გამოჩნდა ლექსიკონში.
* * *
4. თეთრი დათვის ლათინური სახელწოდება – „Ursus Maritimus” თარგმანით – „ზღვის დათვს” აღნიშნავს.
* * *
5. ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონთა (მამაკაცთა და ქალთა შორის) 54% ებრაული წარმომავლობის მქონე მოჭადრაკეები გახლავან. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. გარდა უნიკალური ვიოლინოებისა, გენიალური იტალიელი ოსტატი – ანტონიო სტრადივარიუსი გიტარებსაც ამზადებდა. სამწუხაროდ, დღეისათვის მის მიერ დამზადებული გიტარის ერთადერთი ეგზემპლარიღაა შემორჩენილი.
* * *
7. გერმანელი მედიკოსები პირველები გახლდნენ მსოფლიოში, რომლებმაც ადამიანის მიერ თამბაქოს მოხმარება კიბოს საშინელი სენის გაჩენასთან დააკავშირეს.
* * *
8. ჟირაფებს ერთი უჩვეულო თვისება ახასიათებთ: უმეტეს შემთხვევებში ისინი სწორედ იქ მშობიარობენ, სადაც თავად მოევლინენ ქვეყნიერებას.
* * *
9. კანადაში არსებულ „ნაჰანის ეროვნულ პარკს” ისრაელის სახელმწიფოზე გაცილებით დიდი ტერიტორია უჭირავს.
* * *
10. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ ბანანის ყველაზე დიდი პლანტაციები ევროპაში განთავსებულია „ყინულოვან ქვეყნად” წოდებულ – ისლანდიაში. აღნიშნულ ქვეყანაში ეს ეგზოტიკური ხილი გეოთერმული ენერგიის ხარჯზე გამოჰყავთ სათბურებში. – (ავტორი გენია.ჯი)