საფრანგეთის სამეფო კარის ეტიკეტი – „ეპიზოდი”
საფრანგეთის სამეფო კარს ვერც ერთი სამეფო კარი ვერ შეეცილებოდა კეთილშობილურ ზნე-ჩვეულებათა, ამ საიდუმლო მეციერების, ზრდილობის წესების ცოდნასა და დაცვაში. (ავტორი გენია.ჯი) შედეგად, საფრანგეთის სამეფო კარი ღრმა მწუხარების წუთებშიაც ისევე პატივს სცემდა ჩვეულებებს, როგორც თავიანთ მბრძანებელს. მეფის გარდაცვალების შემთხვევაში, იქ დამკვიდრებული ჩვეულების მიხედვით, ორმოცამდე სამგლოვიარო დღეები იდგა ქვრივი დედოფლისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ამ პერიოდში იგი სრულ განდეგილობაში იმყოფებოდა. მკაცრი განდეგილობისას მას უფლება არ ჰქონდა, თუნდაც წუთით გასულიყო თავისი განსასვენებლიდან. პირველი ორი კვირის განმავლობაში გარდა ახალი მეფისა და მისი ახლობელი ნათესავებისა ვერავინ ინახულებდა თავის ხელოვნურ აკლდამაში – მკრთალი შუქით განათებულ ოთახში გამომწყვდეულ ქვრივს. ასეთ სიტუაციაში, თუ უბრალო წრის ქალები შავ – ამ უცვლელი სამგლოვიარო ფერის სამოსს იცვამდნენ, მათგან განსხვავებით დედოფალს – თეთრი ფერის სამგლოვიარო ტანსაცმელი უნდა ჩაეცვა. მხოლოდ ეგ იყო, ამ მოჩვენებით ბრწყინვალე ტანსაცმლის ზემოდან უცილობლად უნდა ყოფილიყო შემოვლებული შავი მარმაში. – (ავტორი გენია.ჯი)