გადაგიხადოთ რით -
სიკეთე – თბილო დღეო,
და მგალობელი ჩიტით
გახარებულო ხეო?
* * *
გული თქვენს ნახვას ითხოვს -
ადრე გამხმარო ხეო,
გადაკარგულო ჩიტო,
დაღამებულო დღეო!..