ბობ მარლი – „ეპიზოდი”

საყოველთაოდ ცნობილ იამაიკელ მუსიკოსსა და კომპოზიტორს – ბობ მარლის (1945-1981 წლები), თავისი რამდენიმე მუსიკალური კომპოზიციის თანაავტორად დასახელებული ჰყავდა თანამემამულე, ვინმე – ვინსენტ ფორდი. (ავტორი გენია.ჯი) საინტერესოა ის გარემოება, რომ ვინსენტი არასოდეს ყოფილა მუსიკოსი და შესაბამისად, არც რაიმე მუსიკალური ნაწარმოების თანაავტორი ყოფილა ოდესმე. მას პირად მფლობელობაში გააჩნდა „უფასო სასადილო”, სადაც უამრავი შეჭირვებული ადამიანი იღებდა არსებობისათვის საჭირო ლუკმას. ბობიმ ვინსენტი მხოლოდ იმიტომ დაასახელა ოფიციალურად თავისი მუსიკალური ქმნილებების თანაავტორად, რომ მარლის გარდაცვალების შემთხვევაში, საავტორო ჰონორარის გარკვეული ნაწილის მიღება მასაც შესძლებოდა. ასეთი მეთოდით კაცთმოყვარე იამაიკელმა მუსიკოსმა ვინსენტ ფორდს საშუალება მისცა კვლავაც განეგრძო ულუკმა-პუროდ დარჩენილი ადამიანების უფასოდ გამოკვება. – (ავტორი გენია.ჯი)

ვინსენტ ფორდი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>