ჟერარ დეპარდიე – „ეპიზოდი”

თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი ფრანგი მსახიობი – ჟერარ დეპარდიე, ვისაც 170-ზე მეტ კინოფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული, ისეთ ოჯახურ გარემოში აღიზარდა, სადაც მშობლების მხრიდან მოკლებული იყო ყოველგვარ სითბოსა და სიყვარულს. (ავტორი გენია.ჯი) სახელმწიფოს სოციალურ კმაყოფაზე მყოფი დეპარდიების ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა, რის გამოც მისი ამქვეყნად მოვლინება არც თუ ისე სასურველ მოვლენას წარმოადგენდა ოჯახში. ამიტომაც შეეცადა რამდენიმეჯერ ჟერარზე ფეხმძიმედ მყოფი დედა აბორტის გაკეთებას. დეპარდიეს მამამ – რენე მაქსიმ ლიონელმა სამსახური ვერა და ვერ იშოვა და იმისათვის, რომ უმუშევრობის დარდი როგორმე გაექარვებინა, ალკოჰოლური სასმელების მასიურ მოხმარებას მიჰყო ხელი. შედეგად, იგი დროის უმეტეს ნაწილს ოჯახზე ზრუნვის ნაცვლად, კაფე-ბარებში ატარებდა. მშობლები თავიანთი შვილების მიმართ იმთავითვე ცივ დამოკიდებულებას იჩენდნენ და ხშირად სახლში მარტო ტოვებდნენ მათ. ამას თან ერთვოდა ისიც, რომ პატარა ჟერარს მეტყველების მხრივ წარმოექმნა პრობლემა (საშინლად უკიდებდა ენას). გარკვეული ხნის განმავლობაში მომავალ მსახიობს იმდენად უჭირდა მეტყველება, რომ თავის სათქმელს ჟესტების ენითაც კი გამოხატავდა. ან კიდევ, მოკლე ფრაზების წარმოთქმით შემოიფარგლებოდა. აღნიშნულმა გარემოებამ მას საკუთარი თავის მიმართ რწმენა დაუკარგა და ძალიან გულჩათხრობილი გახადა, რაც საერთოდ არ აღელვებდა ბავშვის მშობლებს… საბედნიეროდ, მოგვიანებით, ყოველგვარი სამედიცინო ჩარევის გარეშე ჟერარს მეტყველება სრულიად აღუდგა და დიდ კარიერულ სიმაღლეებსაც უწია კინოხელოვნებაში. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>