ფრიდრიხ I ბარბაროსა – „ეპიზოდი”

1183 წელს რომის საღვთო იმპერია ერთმა მეტად უჩვეულო და ტრაგიკულმა ინციდენტმა შესძრა. ერფურტის სასახლეში, სადაც გერმანიის საყოველთაოდ ცნობილი მეფე და საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი – ფრიდრიხ I ბარბაროსა აუდიენციას მართავდა თავისი იმპერიის ყველაზე ძლევამოსილ რაინდებთან, მოულოდნელად „დიდი დარბაზის” იატაკი ჩაინგრა. (ავტორი გენია.ჯი) იატაკის ჩანგრევას თან მოჰყვა ფრიდრიხისა და მასთან აუდიენციაზე მყოფი რაინდების 12 მეტრი სიმაღლიდან ვარდნა იმ ღრმა ორმოში, რომელიც განკუთვნილი გახლდათ საპირფარეშო ექსკრემენტებისთვის. ფეკალიებით სავსე ორმოს დროულად დატოვება ბევრმა აბჯარასხმულმა რაინდმა დიდი წვალების მიუხედავად ვერაფრით შესძლო, რის გამოც 60 მათგანი საშინელ აღსასრულს ეწია. თავად ფრიდრიხი აღნიშნულ ინციდენტს სასწაულებრივად გადაურჩა ცოცხალი. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ XV საუკუნის დასასრულს იგივე ბედი გაიზიარა მისმა ერთ-ერთმა შთამომავალმა, რომის საღვთო იმპერიის იმპერატორმა – ფრიდრიხ III მშვიდობიანმა, თუმცა ისიც მისი წინამორბედის მსგავსად, ფეკალიებში ჩახრჩობას სასწაულებრივად გადაურჩა. – (ავტორი გენია.ჯი)

ფრიდრიხ III მშვიდობიანი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>