ტომას კრომველი – „ეპიზოდი”

ინგლისური რეფორმაციის მთავარი იდეოლოგი და ანგლიკანიზმის ფუძემდებელი – ტომას კრომველი (1485-1540 წლები), ვინაც ამავე დროს ინგლისის მეორე ტიუდორი მეფის – ჰენრიხ VIII-ის პირველ მრჩეველსაც წარმოადგენდა, მონარქის შემდეგ გავლენით მეორე ადამიანი გახლდათ ქვეყანაში. (ავტორი გენია.ჯი) დროის გასვლასთან ერთად, მეფის სამსახურში მყოფი კრომველის მიმართ მონარქის დამოკიდებულება კარდინალურად შეიცვალა, რასაც თავის მხრივ, იგი გარკვეული ხნის განმავლობაში ვერას დიდებით ვერ ამჩნევდა. ის რომ, მისი საქმე „წასული” იყო, ტომასი ერთმა საყურადღებო გარემოებამ მიახვედრა: 1540 წლის 10 ივნისს მეფის საიდუმლო საბჭოს წევრები პარლამენტის შენობიდან გამოდიოდნენ, რა დროსაც მოულოდნელად ამოვარდნილმა ქარმა კრომველს ქუდი წარსტაცა თავიდან. დადგენილი ეტიკეტის თანახმად, ასეთ შემთხვევაში საიდუმლო საბჭოს სხვა წევრები ვალდებულები იყვნენ თავადაც მოეხადათ ქუდები, რაც დემონსტრაციულად არც ერთმა მათგანმა არ გააკეთა. სწორედ აღნიშნული გარემოების შედეგად გაათვითცნობიერა მან პირველად, რომ ჰენრიხის დამოკიდებულება მის მიმართ მკვეთრად გაციებულიყო (რისი მიზეზიც როგორც შემდგომში გაირკვა, ტომასის პირმშვენიერი მეუღლე – კათრინ ჰოვარდი ყოფილა). არც შემცდარა: ტომას კრომველი მეფის უშუალო ბრძანების საფუძველზე – 1540 წელს ღალატის ბრალდებით ჩამოახრჩვეს. მის ყოფილ მეუღლეზე კი ჯვარი სწორედ იმ კაცმა (ჰენრიხმა) დაიწერა, ვისი მეშვეობითაც სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს საფეხურებს უწია ოდესღაც. – (ავტორი გენია.ჯი)

კათრინ ჰოვარდი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>