მერი I ტიუდორი – „ეპიზოდი”
„სისხლიან მერიდ” წოდებული ინგლისისა და ირლანდიის დედოფლის – მერი I ტიუდორის (1516-1558 წლები) მმართველობის პერიოდში, მაშინ როდესაც ქვეყანაში პროტესტანტული რეფორმაცია მძვინვარებდა, პროტესტანტები ყოველ ღამით ერთობ უჩვეულო ლოცვას აღავლენდნენ ღვთისადმი: „უფალო, ისე ჰქმენ ყოველივე, რომ ხვალ წვიმა არ მოგვივლინო, რომ მზე ანათებდეს ქვეყნიერებას!” თავის მხრივ, ასეთი უჩვეულო ლოცვის მიზეზი შემდეგ გარემოებაში მდგომარეობდა: წვიმიან ამინდში აუტოდაფეებზე შემოწყობილი შეშა შედარებით ნელი ტემპით იწვოდა, რაც კიდევ უფრო უხანგრძლივებდა ტანჯვა-წამებას სასიკვდილოდ განწირულ პროტესტანტ „დამნაშავეებს”. – (ავტორი გენია.ჯი)