ელისაბედ I – „ეპიზოდი”
დღემდე უამრავი ისტორიკოსი ეძიებს ჭეშმარიტ მიზეზს იმისა, თუ რატომ გადაწყვიტა „ქალწულ დედოფლად” წოდებულმა ელისაბედ I-მა არასოდეს დაქორწინებულიყო. (ავტორი გენია.ჯი) ჩემის აზრით, აღნიშნულ საკითხზე ერთობ საინტერესო, მახვილგონიერი და დამაჯერებელი პასუხი გასცა მისი მმართველობის ეპოქაში ინგლისის სამეფო კარზე მოღვაწე შოტლანდიის ელჩმა. ელჩმა, ვინაც გაბედა და ელისაბედს შემდეგი სიტყვა შეჰკადრა ერთ მშვენიერ დღეს: „…მე კარგად ვიცნობ თქვენი უდიდებულესობის მეფურ ხასიათს. თქვენ რომ დაქორწინებულიყავით, მაშინ მხოლოდ და მხოლოდ დედოფალი იქნებოდით ინგლისისა. ახლა კი ერთდროულად – დედოფალიც ბრძანდებით და მეფეც. გარდა ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ვერას გზით ვერ იგუებდით ბატონს”. – (ავტორი გენია.ჯი)