კარდინალი რიშელიე – „ეპიზოდი”
საფრანგეთის მეფის – ლუი XIII სამართლიანის მმართველობის ეპოქაში, სასულიერო პირებს, როგორც წესი, მხატვრები ყოველთვის მჯდომიარე მდგომარეობაში გამოსახავდნენ თავიანთ ტილოებზე. (ავტორი გენია.ჯი) ფეხზე მდგომნი კი გამოისახებოდნენ მხოლოდ მმართველები და სხვა სახელმწიფო მოხელეები. მოკლედ რომ ვთქვათ, საერო პირები. ამ მხრივ ერთადერთ გამონაკლის წარმოადგენდა ლეგენდად ქცეული ფრანგი სასულიერო პირი და სახელმწიფო მოღვაწე - კარდინალი რიშელიე (1585-1642 წლები). იგი ხშირად მოითხოვდა მხატვრებისაგან მთელი თავისი სიმაღლით გამოესახათ პორტრეტებზე, რადგან თავს სახელმწიფო მოღვაწედ უფრო მიიჩნევდა, ვიდრე სასულიერო პირად. – (ავტორი გენია.ჯი)