ლევ ტოლსტოი წერდა…

„მე რომ რომაელი ვყოფილიყავი, ერთი ცირკიც არ გამომეპარებოდა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ქალი ისეთი რამ არის, როგორც უნდა შეისწავლო, მაინც სულ ახალი სახით წარმოგიდგება”.

* * *

„მე არ შემიძლია სხვანაირად ცხოვრება, მე გულით ვეძლევი ყველაფერს”.

* * *

„მგონია, მთელი ჩვენი საქმიანობის მთავარი მამოძრავებელი მაინც პირადი ბედნიერებაა”.

* * *

„რომელიღაც მათემატიკოსს უთქვამს, ნეტარებას განიჭებს არა ჭეშმარიტების აღმოჩენა, არამედ ძიება ამ ჭეშმარიტებისაო”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ისეთი საზიზღარი სპორტი, როგორიც არის კრივი ან ესპანელ ტორეადორთა სპორტი, ბარბაროსობის ნიშანია”.

* * *

„საკმარისია დაივიწყო საკუთარი თავი, შეიყვარო სხვები და იქნები დამშვიდებული, ბედნიერი და მშვენიერი”.

* * *

„ქრისტიანულ საქმიანობაში გადაჭარბებაზე ლაპარაკი არ შეიძლება. აბა, რა გადაჭარბება უნდა იყოს იმ მოძღვრებაში, სადაც ნათქვამია, ერთ ლოყაში რომ გაგარტყან, მეორე მიუშვირეო, ხალათი თუ ვინმემ გაგაძრო, პერანგიც თან გააყოლეო?”

* * *

„ჩვენი საერობო დაწესებულებები იმ არყის ხეებს ჰგვანან, რომელთაც სამება დღეს დავასობთ ხოლმე, რათა დაემსგავსოს ევროპაში თავისით გაზრდილ ტყეს. მე არ შემიძლია გულით მოვრწყო ეს არყის ხეები და მქონდეს მათი იმედი!”

* * *

„მე არასოდეს შევეცდები განუშორებელთა განშორებას”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>