ლუი XIV დე ბურბონი – „ეპიზოდი”
1669 წლის ნოემბრის თვეში პარიზს ოსმალეთის იმპერიის სულთნის – მეჰმედ IV-ის დელეგაცია ეწვია ოფიციალური ვიზიტით. იმისათვის, რომ „მეფე-მზედ” წოდებულ ფრანგ მონარქს – ლუი XIV დე ბურბონს განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოეხდინა ეგზომ საპატიო სტუმრებზე, მან დელეგაციის წევრებს ახლადდასრულებული ვერსალის დიდებული სასახლე დაათვალიერებინა. (ავტორი გენია.ჯი) სასახლე, რომლითაც ასე ამაყობდა იმ პერიოდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი მეფე-მბრძანებელი. ოსმალო ელჩებზე ბრწყინვალე და მდიდრულ სასახლეს არავითარი შთაბეჭდილება არ მოუხდენია. შესაბამისად, ისინი სრულიად გულგრილნი დარჩნენ ვერსალის დიდებულების მიმართ, რამაც არა მხოლოდ გააოცა ლუი, არამედ ძალიან გაანაწყენა კიდეც. შედეგად, მათზე გაბრაზებულმა მონარქმა გენიალურ ფრანგ კომედიოგრაფს – მოლიერსა და დიდ ფრანგ კომპოზიტორს – ჟან ბატისტ ლულის დაავალა დაეწერათ ისეთი სახის კომედიური ჟანრის ნაწარმოები, სადაც მასხრად იქნებოდა აგდებული ოსმალეთის იმპერიის დელეგაცია. 1670 წელს მოლიერმა და ლულიმ პირნათლად შეასრულეს მეფის დავალება-შეკვეთა და ერთობლივად წარუდგინეს მას დღეისათვის ეგზომ პოპულარული ხუთ მოქმედებიანი კომედია-ბალეტი, სახელწოდებით – „გააზნაურებული მდაბიო”. – (ავტორი გენია.ჯი)