ლუი ფილიპო დე პონშარტრენი – „ეპიზოდი”

საფრანგეთის მეფის – ლუი XIV დე ბურბონის ახლო გარემოცვაში ერთ-ერთ ყველაზე წესიერ და ღირსეულ ადამიანად ფრანგი სახელმწიფო მოღვაწე და ქვეყნის კანცლერი – ლუი ფილიპო დე პონშარტრენი (1643-1727 წლები) მიიჩნეოდა. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილი ფაქტია, რომ გარდა კანონიერი შვილებისა, „მეფე-მზეს” რამდენიმე უკანონო შვილიც გააჩნდა. სიცოცხლის უკანასკნელ ჟამს ლუიმ მოისურვა, რომ თავისი კანონიერი და არაკანონიერი შვილები თანაბარ უფლებებში აღედგინა. აღნიშნული საკითხის შესახებ შედგენილი იქნა კიდეც დოკუმენტი, რომელზედაც კანონის თანახმად სახელმწიფო ბეჭედი საფრანგეთის კანცლერს, მაშასადამე – დე პონშარტრენს უნდა დესვა. ყველასდა გასაოცრად, ფილიპომ დოკუმენტს, რომელსაც უკანონოდ მიიჩნევდა, სახელწმიფო ბეჭედი არ დაასვა და კანცლერის საპატიო პოსტიც შემდეგი სიტყვის თანხლებით დატოვა: „მე შემიძლია სიცოცხლე შევწირო მსხვერპლად მეფეს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ღირსება და სინდისი”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>