„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„სჩვევია გაზაფხულს: დიდხანს მალავს ხოლმე თავს”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„საკუთარ სულში ფათურის დროს ხანდახან ისეთ რამეს ამოვქექავთ, რაც სხვა დროს, შესაძლოა, შეუმჩნევლად დარჩენილიყო”.

* * *

„არსებობს გარკვეული წესები, რომელთაც დაუსჯელად ვერავინ გადალახავს”.

* * *

„რამდენი თავიც არის, თუ იმდენი ჭკუა არსებობს, მაშინ რამდენი გულიც არის, იმდენნაირი სიყვარულიც იქნება”.

* * *

„არავის არა აქვს უფლება შეიჭრას შენს გრძნობებში. ეს არა მხოლოდ უსარგებლოა, საზიანოცაა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„შეუძლებელია ადამიანს არ ახსოვდეს ის, რაც მის სიცოცხლეს შეადგენს”.

* * *

„სულიერი გაშიშვლება ხორციელ გაშიშვლებაზე არანაკლებ სირცხვილს იწვევს”.

* * *

„ჯერ უნდა შეცდე, მერე რომ გამოასწორო”.

* * *

„საჭიროა ვისწავლოთ სიყვარულის ხელოვნური აცრა, ისე, როგორც ყვავილს უცრიან ხოლმე”.

* * *

„გონებით ნაკარნახევი ქორწინების ბედნიერება მტვერივით ქრება ხოლმე”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება