პეტერ პაულ რუბენსი – „ეპიზოდი”

XVII საუკუნის დასაწყისში გავლენიანმა მანტუანელმა ჰერცოგმა – ვინჩენცო გონზაგამ დიპლომატიური მისიით მცირე ელჩობა გაგზავნა ესპანეთის მეფესთან – ფილიპე III ჰაბსბურგთან. იტალიიდან ესპანეთისაკენ მიმავალ ელჩებს გზა ერთობ დაუგრძელდათ, რასაც თან საშინლად ცუდი ამინდებიც დაერთო. (ავტორი გენია.ჯი) შედეგად, ის სახვითი ხელოვნების შედევრი-ქმნილებები, რომლებიც მათ გონზაგამ ფილიპესთან ძღვენის სახით გაატანა, წვიმამ დააზიანა. ორი ტილო კი სულაც გაანადგურა. დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი თითქოსდა გამოუვალი მდგომარეობის წინაშე უნდა აღმოჩენილიყო, მაგრამ მოხდა საოცრება: მან თავისი ხელით შეასწორა დაზიანებული სურათები, ხოლო ორი ტილო, რომლებიც აღდგენას უკვე აღარ ექვემდებარებოდნენ, საკუთარი ხელით შესრულებული ნახატებით ჩაანაცვლა. აღნიშნულ მოვლენაში გასაოცარი არაფერი იქნება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გონზაგას მიერ ფილიპესთან გაგზავნილი დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის სახელი და გვარი გახლდათ – პეტერ პაულ რუბენსი (1577-1640 წლები). ერთ-ერთი უდიდესი ნიდერლანდელი მხატვარი, რომელიც იმ პერიოდში მანტუელი ჰერცოგის სასახლის კარზე ასრულებდა ელჩის მოვალეობას. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>