ლუი XV დე ბურბონი – „ეპიზოდი”
ცნობილი ფაქტია, რომ საფრანგეთისა და ნავარის მეფე – ლუი XV დე ბურბონი (1710-1774 წლები), აზარტული თამაშების მოტრფიალე მონარქი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) სხვადასხვა სახის აზარტულ თამაშებს შორის განსაკუთრებით მას ბანქოს სამაგიდო თამაში ხიბლავდა. ასეთ შემთხვევებში ბურბონს გამუდმებით ახასიათებდა ერთი თავისებური მიდგომა: თუკი თამაშის ბოლოს ლუი გამარჯვებული აღმოჩნდებოდა, მოგებულ თანხას უეჭველად პირად სალაროში დებდა, ხოლო მარცხის შემთხვევაში კი იგი პირად სალაროს უფრთხილდებოდა და ყოველ ჯერზე წაგებულ ფულს – სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასწორებდა. – (ავტორი გენია.ჯი)