იცით თუ არა, რომ?!
1. ინგლისის სამოქალაქო ომის დაწყებისთანავე (1640 წელს) ქვეყანაში არსებული თეატრები იმ მოტივით იქნა დახურული, რომ ხალხი ასეთი საყოველთაო უბედურების ჟამს ლოცვით დაკავებულიყო და არა გართობით. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ერთ-ერთი უდიდესი ბიბლიოთეკა X საუკუნის მსოფლიოში, ესპანურ ქალაქ კორდობაში იყო განთავსებული. მასში 400 000-მდე წიგნი და ხელნაწერი გახლდათ დაცული. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
3. ისლამის ისტორიაში პირველი მეჩეთი (არაბული ენიდან თარგმანით – „ლოცვის, მუხლის მოყრის ადგილი”) აგებული იქნა საუდის არაბეთის ქალაქ – მედინაში. მისი საძირკველი თავად წინასწარმეტყველ მუჰამედს ჩაუყრია VII საუკუნეში.
* * *
4. ფორთოხალი – მანდარინისა და თურინჯის ჰიბრიდს წარმოადგენს.
* * *
5. პოპულარული ამერიკელი რეპერის – „ემინემის” ნამდვილი სახელი და გვარი გახლავთ – მარშალ ბრიუს მეზერსი. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. პირველი ადამიანი, ვინაც წინასწარმეტყველი მუჰამედის უახლოეს გარემოცვაში ისლამი მიიღო, მისივე ერთ-ერთი მეუღლე – ჰაჯითე გახლდათ.
* * *
7. სტატისტიკოსთა მონაცემების თანახმად, ებრაელთა რაოდენობა დედამიწაზე მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 0,2%-ს შეადგენს. ამ დროს კი, ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონთა 54%-ს სწორედ რომ ებრაული წარმომავლობის მქონე მოჭადრაკეები წარმოადგენენ.
* * *
8. ძვ.წ.აღ-ით V საუკუნეში მოღვაწე გენიალურ ძველ ბერძენ დრამატურგს – სოფოკლეს, სოკრატე – „დრამის ჰომეროსად” მოიხსენიებდა.
* * *
9. საყოველთაოდ ცნობილი ჩილელი დიქტატორის – აუგუსტო პინოჩეტის რჩეულ და საიმედო ჟურნალისტს – მარია ეუხინია წარმოადგენდა. შედეგად, ყველაზე ხშირად ინტერვიუების ჩაწერის საშუალებას ეს პირსისხლიანი დიქტატორი სწორედ მას აძლევდა.
* * *
10. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ გარკვეული ხნის განმავლობაში, გაერთიანებული სამეფოს ლეგენდად ქცეული პრემიერ მინისტრი ქალი კონსერვატიული პარტიიდან – მარგარეტ ტეტჩერი – „კონსერვატიული პარტიის ყველაზე კარგ მამაკაცად” იყო მოხსენიებული. – (ავტორი გენია.ჯი)