არ მიკვირს გაუგნურება,
განზე გადგომა მხარისა
და გლოვისფერი ბუნება,
ჩამოღონება მთვარისა.
ჩემი ტკივილის სათავე -
ჩადგომა არის ქარისა.
თავს მოვიკლავდი ახლავე,
რომ არა მწამდეს ხვალისა.