ლონდონური მაღაზიები – „ეპიზოდი”
1852-1855 წლებში გამოჩენილმა რუსმა მწერალმა – ივანე გონჩაროვმა დედამიწის გარშემო იმოგზაურა. ლიტერატურილი შედეგი აღნიშნული მოგზაურობისა გახლდათ მის მიერ დაწერილი წიგნი – „ფრეგატი „ფალადა”, სადაც დეტალურად არის აღწერილი მწერლის მოგზაურობისდროინდელი შთაბეჭდილებანი. (ავტორი გენია.ჯი) როგორც აღმოჩნდა, „ნისლიან ალბიონზე” მოგზაურობის ჟამს მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოუხდენია ლონდონურ მაღაზიებს. „ლონდონში მაღაზიებმა უფრო დიდი ინტერესი აღძრა ჩემში, ვიდრე მუზეუმებმაო”, – გულწრფელად აღიარებდა იგი. ასეთ უცნაურ შეხედულებას გონჩაროვი მეტად საინტერესო გარემოებით ხსნიდა: „ჩემთვის ლონდონური მაღაზია – იგივე მუზეუმია. იქ საათობით არის შესაძლებელი დატკბეთ მოწინავე ინდუსტრიათა უნიკალური მიღწევებით, ბრიტანული ინდუსტრიული ფანტაზიის უთვალავი ნაყოფით. სწორედ რომ იქ არის შესაძლებელი დაადგინოთ, რა არის ბრიტანელი ხალხის მიზანსწრაფვა და მისი იდეალები”. – (ავტორი გენია.ჯი)
ივანე გონჩაროვი