კამილ პისარო – „ეპიზოდი”
სახვით ხელოვნებაში იმპრესიონიზმის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული წარმომადგენელი, ებრაული წარმომავლობის მქონე დიდი ფრანგი მხატვარი – კამილ პისარო (1830-1903 წლები), ძალიან შრომისმოყვარე და ნაყოფიერი ხელოვანი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) ამას ისიც ადასტურებს, რომ 40 წლის განმავლობაში მას – 1 500-მდე დიდებული სურათი ჰქონდა დახატული. მას შემდეგ, რაც პრუსიამ საფრანგეთის ოკუპაცია მოახდინა, პისაროს პარიზულ სახლში, სადაც მისი ნამუშევრები იყო დაცული, 1871 წელს ოკუპანტი ქვეყნის ჯარისკაცები დაბინავდნენ. ისინი არად დაგიდევდნენ გენიალური ფრანგი შემოქმედის ხელოვნების ნიმუშებს და ბარბაროსული მეთოდებით ანადგურებდნენ მათ. მხატვრის სახლში პრუსიელმა სამხედროებმა ცხოველების სასაკლაო გახსნეს. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ დაკლული საქონლის დამუშავების პროცესში ყასაბი-ჯარისკაცები წინსაფრებად პისაროს ტილოებს გამოიყენებდნენ. გარდა ასეთი ბარბაროსული აქტისა, ისინი სხვა ბარბაროსულ მეთოდსაც მიმართავდნენ: იმისათვის, რომ ეზოს ტალახში ფეხი არ დასვროდათ, პისაროს მრავალრიცხოვანი ტილოებისგან მათ მიერ – ბილიკიც კი იქნა გაყვანილი. შედეგად, ფრანგი მხატვრის 1 500-მდე ნახატიდან მხოლოდ 40 მათგანი გადაურჩა განადგურებას. – (ავტორი გენია.ჯი)