ვიქტორ-მარი ჰიუგო – „ეპიზოდი”
მსოფლიო ლიტერატურის მეტრი, გენიალური ფრანგი მწერალი – ვიქტორ-მარი ჰიუგო, გარკვეული ხნის განმავლობაში პარიზში არსებულ ეილაუს ავენიუზე (ქუჩაზე) ცხოვრობდა. (ავტორი გენია.ჯი) დროის დინებასთან ერთად მისი ავტორიტეტი იმდენად იქნა ამაღლებული, რომ ქალაქის საბჭომ ზემოაღნიშნულ ქუჩას 1881 წელს სახელი შეუცვალა და სახელოვანი თანამოქალაქის პატივსაცემად – „ვიქტორ-მარი ჰიუგოს” ქუჩა უწოდა. მას შემდეგ ლიტერატორის სახელზე გაგზავნილ წერილებს წერილების ავტორები ერთადერთ მისამართს უთითებდნენ: „ბატონ ჰიუგოს, მცხოვრებს თავისივე სახელობის ქუჩაზე”. – (ავტორი გენია.ჯი)